8×8. The Future that Never Happened
David Bergé and Nadia Tsulukidze, Data Chigholashvili, Yip Kai Chun, Nutsa Esebua, Atu Gelovani, Lasha Kabanashvili, Lado Lomitashvili, Paran Pour, Iza Tarasewicz
Curated: Nini Palavandishvili in collaboration with Lena Prents
20 – 30 July 2016
Chess Palace
Tbilisi, Georgia
Tbilisi Chess Palace and Alpine Club opened in 1973 in Kirov (today’s Vere) Park. It is one of the unique examples of late Soviet Modernist architecture. Creating spaces of public use was one of the main principles of Modernist architecture. The social function of precisely and distinctly thought architecture excluded autonomous occupants. However, the building, as well as the general situation, represent the opposite situation. Spaces that are adapted to individual demand have emerged everywhere.

The project “8×8. The Future that Never Happened” is not only about the Chess Palace and the Alpine Club, and its unique architecture. Also, it is not just about chess and its history in Georgia. It is an attempt to observe one particular structure and its surroundings, and accordingly to comprehend the processes that Georgia has been going through during and after the Soviet Union, as well as their political, economic, social and other impacts.

The project is based on textual or visual documents and facts found in public or personal archives, and also on the narratives of people who are connected to the building and/or the theme. The exhibition presents historical material, as well as the works created with the interpretation of the project author and the participating artists.

Curated by Nini Palavandishvili in collaboration with Lena Prents

Participants:
David Bergé and Nadia Tsulukidze, Data Chigholashvili, Yip Kai Chun, Nutsa Esebua, Atu Gelovani, Lasha Kabanashvili, Lado Lomitashvili, Paran Pour, Iza Tarasewicz

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი 1973 წელს კიროვის (დღევანდელი ვერის) პარკში გაიხსნა. ის გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია. მოდერნიზმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი საჯარო გამოყენების სივრცეები იყო. ზუსტად და მკაფიოდ გააზრებული შენობების სოციალური დანიშნულება გამორიცხავდა ავტონომიურ მფლობელებს. ამ შენობის შემთხვევაში და ზოგადად, დღევანდელი ვითარება აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათის ამსახველია. ყველგან და ყველაფერში ვლინდება ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული სივრცეები.

პროექტი „8×8. განუხორციელებელი მომავალი“ არ არის მხოლოდ თბილისის ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბზე ან მის გამორჩეულ არქიტექტურაზე, იგი არც მხოლოდ ჭადრაკსა და საქართველოში მის ისტორიაზეა. ეს პროექტი არის მცდელობა, რომ ამ ერთ არქიტექტურულ ნაგებობაზე და მის შემოგარენზე დაკვირვებით გავიაზროთ ის სისტემური მექანიზმები, რომლებიც საქართველოს შეეხო საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუ მისი დაშლის შემდეგ. ასევე პროექტით გვსურს ვაჩვენოთ ის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური გავლენა, რაც მათ დროთა განმავლობაში იქონიეს.

პროექტი ეყრდნობა საჯარო თუ პირად არქივებში მოძიებულ წერილობით თუ ვიზუალურ დოკუმენტებს და ფაქტებს, ასევე, იმ ადამიანთა ზეპირ მონათხრობებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან შენობასთან ანდა თემასთან. გამოფენა თავს უყრის როგორც ისტორიულ მასალას, ასევე, პროექტის ავტორისა და მონაწილე ხელოვანების ინტერპრეტაციით შექმნილ ნამუშევრებს.

კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი ლენა პრენცთან თანამშრომლობით

მონაწილეები:
დევიდ ბერჟე და ნადია წულუკიძე, ათუ გელოვანი, ნუცა ესებუა, ლადო ლომიტაშვილი, პარან პური, იზა ტარასევიჩი, ლაშა ყაბანაშვილი, იპ კაი ჩუნი, დათა ჭიღოლაშვილი