All and Everything
Curated: Jesse Vogler
17 – 25 June 2016
Artarea
D. Abashidze st 10 Tbilisi, Georgia
All & EVERYTHING

Curated by Jesse Vogler

June 17- 25, 2016
Opening Reception: Friday, June 17, 7-9 PM

During the spring term of 2016, the Visual Art and Design School at the Free University of Tbilisi held the first dedicated video-art class in the school’s history. Composed wholly of first year undergraduate students, the course was framed through a series of limits, restrictions, or frictions, that the students were asked to work through. Over the course of the term, the artists showing here were presented with 5 formal constraints to their production—duration, movement, loop, appropriation, and space—in an effort to defamiliarize their working methods and to introduce a focused vocabulary for video-art making. Conceptualized as a series of short ‘sketches’ in response to these constraints, the works here are some of the many products of these disturbances and are best understood as thought-in-action.

The title of the show is taken from G.I. Gurdjieff’s sprawling 10 book masterwork of cosmic epistemology, All and Everything. Writing in the preface to the first book, Gurdjieff speaks of ‘the-fear-of-drowning-in-the-overflow-of-my-own-thoughts,’ a sentiment certainly shared by the artists in this exhibition. As such, much of the work shown here is in many ways a dedicated effort to establish a bearing in the overflow of thought, and in the process to un-learn certain received preoccupations of what video art is. In the works shown here, these artists have developed a meaningful understanding of the capacities of video—its opportunities and constraints—and have set out to test those limits. Each is guided by their own conceptual preoccupation and shows a group looking at the world, and themselves, ever more carefully.

For additional information and images please contact VADS coordinator, Guram Kapanadze at guram.kapanadze@freeuni.edu.ge

გამოფენის კურატორი: ჯესი ფოგლერი

მონაწილეები: შოთიკო აფციაური, ქეთი ბორაშვილი, რეზი გვრიტიშვილი, ნიტა გონგაძე, ნიკოლოზ გრძელიშვილი, გიორგი ვარდიაშვილი, ნუცა მიქაბერიძე, მარიამ მუთიძე, ზიზი ნიშნიანიძე, ფაფო ფაჩუაშვილი, ნატალია ღუდუშაური, ანი ყოჩიაშვილი, ომარ შუბითიძე , სალომე ჩიგილაშვილი, ჭა , სალომე ჯოხაძე, ლიზა ციცქიშვილი.

17 -25 ივნისი
გამოფენის გახსნა:
პარასკევი, 17 ივნისი, 19-21:00 საათამდე

2016 წლის მეორე სემესტრში თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში პირველი ვიდეო ხელოვნებისადმი მიძღვნილი კურსი ჩატარდა. კურსს უძღვებოდა Fullbright-ის სტიპენდიანტი, პროფესორი ჯესი ფოგლერი. სემესტრის განმავლობაში, კურსის ფარგლებში, სტუდენტებს ევალებოდათ ვიდეო ხელოვნების ხუთი ფორმალური შეზღუდვის გადალახვა: ხანგრძლივობა, მოძრაობა, ლუპი, აპროპრიაცია-ციტირება და სივრცე. ეს შეზღუდვები გამიზნული იყო იმისთვის, რომ მათ ადრე ნასწავლი მუშაობის მეთოდები გვერდზე გადაედოთ და ვიდეო ხელოვნების შესწავლისას ახალი ენა გამოეყენებინათ. ჩამოთვლილი შეზღუდვების გათვალისწინებით თითოეულმა მათგანმა გადაიღო ვიდეო-ესკიზები, რომლებშიც კარგად ჩანს ავტორების აზროვნების პროცესი.

გამოფენის სათაური გურჯიევის 10 ტომიანი შედევრის სახელიდანაა აღებული – “ყველა და ყველაფერი.” პირველი წიგნის შესავალში გურჯიევი წერს საკუთარი აზრების მორევში დახრჩობის შიშზე, გამოფენის კურატორის აზრით, ეს ნაცნობი შიშია ამ გამოფენის მონაწილე არტისტებისთვის.გამოფენილი ნამუშევრების უმეტესობა ამ მორევის დაძლევის სურვილის გამოხატვა და ცდაა. ნამუშევრების გაკეთების პროცესში ავტორები ივიწყებენ მათში მანამდე ნაცნობ ინფორმაციას ვიდეო ხელოვნებაზე. გამოფენილ ვიდეოებში ჩანს, რომ მათ ესმით ვიდეოს როგორც შესაძებლობები ასევე მისი საზღვრები და სწორედ ამ საზღვრების დაძლევა შესაძლებელი გახადა სწავლის პროცესი. შედეგად ვხედავთ, რომ თითოეულ მონაწილეს თავისი კონცეპტუალური ფოკუსი აქვს და აქ წარმოდგენილი ჯგუფი თავის თავსაც და გარე სამყაროსაც მეტი დაკვირვებით აღიქვამს.

დამატებითი ინფორმაციისთვის და იმიჯებისთვის დაუკავშირდით VADS-ის კოორდინატორს, გურამ კაპანაძეს: guram.kapanadze@freeuni.edu.ge