Eco Impulse
Luka Tsetskhladze
Curated: Mariam Loria and Mariam Tsikaridze
5 June 2016
Rustavi Park
Iare Pekhit presents sculptures by Luka Tsetskhladze in Rustavi Park.

The project Eco Impulse is directed to modern eco system, challenges of urban environment, as well as creation of creative impulse in public space. Industrial city of Rustavi has been selected for the project, where huge green territory around an artificial lake stretches over 30 hectares. The walking lanes and playgrounds are arranged in the park. The big green territory in the industrial city of soviet period, Trialeti range, and the lake – is an interesting working space and material for an artists.
In the period of 1-30 April an open call was announced under the project. In May, the jury and project curators revealed the winning artist – Luka Tsetskhladze.

Luka Tsetskhladze was born in Tbilisi in 1989. He studied at the Rustaveli University of Theatre and Film (2007-2012) and Iakob Nikoladze Art College (2003-2005). He mainly works on a two-dimensional graphic images, experiments with small clay sculptures, creating fantastic creatures, robot-like characters.

Artist has been participating in various exhibitions:: 2016 – solo exhibition, Popiashvili-Gvaberidze Window Project + Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi; 2015 – ‘the tenth floor’, wall painting, the Tbilisi Triennial, the European House, Tbilisi; ‘Junkyard’ – VADS Gallery, United Nations House, Tbilisi; 2014 – Popiashvili-Gvaberidze Window Project, the Vienna Art Fair, Austria; ‘Tentacles’, an storefront exhibition, Popiashvili-Gvaberidze Window Project, Tbilisi; 2012 – Meeting with Pirosmani IV, History Museum, Tbilisi; Solo exhibition, Gallery 9, Tbilisi. In 2014, participated in the Salzburg International Summer Academy program.

Within the framework of Eco Impulse, we are presenting Luka Tsetskhladze’s large-scaled metal figures of three-dimensional experiments. The inspiration of the artist came from urbanized, modern culture of machine world, robots. With their aesthetics the sculptures are close to machines, to the forms that are part of the humans’ daily lives. Two composition of sculptures will be represented in the park – “Father, son and a neighbour,” and the unnamed robot sculpture.

From the environmental point of view it is important that the statues of the artist transform the secondary material and give it a new life.

Music: Ndrx

The project is implemented with support of the US Embassy and Rustavi Municipality.

Curators: Mariam Loria and Mariam Tsikaridze

ეკო იმპულსი _ ლუკა ცეცხლაძე

ეკო იმპულსის ფარგლებში ორგანიზაცია „იარე ფეხით“ რუსთავის პარკში წარმოგიდგენთ ლუკა ცეცხლაძის სკულპტურებს.

პროექტი ეკო იმპულსი მიმართულია თანამედროვე ეკოსისტემის, ურბანულ გარემოში არსებული გამოწვევებისა და საჯარო სივრცეში შემოქმედებითი იმპულსების გაჩენისკენ. პროექტისთვის შეირჩა ინდუსტრიული ქალაქი რუსთავი, სადაც უზარმაზარი გამწვანებული ტერიტორია ხელოვნური ტბის გარშემო 30 ჰექტარზეა გაშლილი. პარკი თანამედროვედ არის მოწყობილი სასეირნო ბილიკებით და სათამაშო მოედნებით. საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიულ ქალაქში დიდი გამწვანებული ტერიტორია, თრიალეთის ქედი, ტბა – ხელოვანებისთვის საინტერესო სამუშაო სივრცე და მასალაა. 2016 წლის 1-30 აპრილს პროექტის ფარგლებში გამოცხადებული იყო ღია კონკურსი. მაისის დასაწყისში ჟიურიმ და პროექტის კურატორებმა გამოავლინეს გამარჯვებული – ლუკა ცეცხლაძე.

ლუკა ცეცხლაძე დაიბადა თბილისში 1989 წელს. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში (2007-2012) და იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში(2003-2005). მუშაობს ძრითადად ორგანზომილებიან გრაფიკულ სურათებზე, ატარებს ექსპერიმენტებს მცირე ზომის თიხის სკულპტურებზე, ქმნის ფანტასტიკურ არსებებს, რობოტ-პერსონაჟებს.

არტისტი მონაწილეობდა ისეთ გამოფენებში როგორიც არის: 2016 – სოლო გამოფენა, Popiashvili-Gvaberidze Window Project + სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, თბილისი; 2015 – ‘მეათე სართული’, კედლის მხატვრობა, თბილისის ტრიენალე, ევროპის სახლი, თბილისი; ‘Junkyard’ – VADS გალერეა, გაერთიანებული ერების სახლი, თბილისი; 2014 – Popiashvili-Gvaberidze Window Project, ვენის ხელოვნების ბაზრობა, ავსტრია; ‘Tentacles’, ვიტრინის გამოფენა, Popiashvili-Gvaberidze Window Project, თბილისი; 2012 – შეხვედრა ფიროსმანთან IV, ისტორიის მუზეუმი, თბილისი; სოლო გამოფენა, გალერეა 9, თბილისი. 2014 წელს ცეცხლაძე მონაწილეობდა ზალცბურგის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის პროგრამაში.

ეკო იმპულსის ფარგლებში წარმოგდიდგენთ ლუკა ცეცხლაძის სამგანზომილებიანი ექსპერიმენტების მასშტაბში გაზრდილ ლითონის ფიგურებს. მხატვარი ობიექტებისთვის ინსპირაციას მანქანური სამყაროს, რობოტების, ურბანიზებული თანამედროვე კულტურისგან იღებს. ქანდაკებები ესთეტიკით ახლოს დგას მანქანებთან, იმ ფორმებთან, რომლებიც დღევანდელი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია. პარკში წარმოდგენილი იქნება ცეცხლაძის პერსონაჟების ორი კომპოზიცია – “მამა, შვილი და მეზობელი” და უსახელო რობოტის სკულპტურა.
გარემოს დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ მხატვარი ქანდაკებებისთვის გარდაქმნის მეორად მასალას და ახალ დატვირთვას აძლევს მას. მუსიკა: Ndrx

პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

კურატორები: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე