F63.9
Zurab Arabidze
19:00 / 21 April 2016
National Gallery
Rustaveli ave 11 Tbilisi, Georgia
Georgian National Museum Dimitri Shevardnadze National Gallery invites you to the exhibition “F63.9” by contemporary artist Zurab Arabidze. The opening event will take place on April 21 at 7 pm.

Contemporary artist Zurab Arabidze fills his works with the most simple phrases, with the words, which we say to express our desire, love and warmth – “every person wants to love and to be loved with strong, true and sincere love. Find your part of love at the exhibition where you can collect feelings”.

*Works are untitled*
On canvas one and the same phrase is being repeated with mantras principle. The visitor must read each word of every work from the beginning till the end. Energy charge, which mantra creates, penetrates into different layers of person unconsciousness and fills each cell with information. “I love you”, “come to me”, “I miss you”, “I want to be with you” – repeated 100 or more, is some kind of meditation for visitors. The exhibition is interactive. Energies which will be collect via reading the phrases, emotions which will be gathered in your sub-consciousness, can be expressed and fascinated on the special wall. With this, every visitor can participate in the exposition. “Exhibition is for everyone, who loves to hug, who considers that love is and always will be, for whom love breathes, for those who believe that love will come, if not today than tomorrow” admits the artist.

*Books about love are located in the book-case*
The initial idea about the installation came from the author’s observations about attitudes towards love – “in the majority of cases we hide love, and as time passes we don’t open up, we don’t talk about love anymore. In order to deepen the feeling of love, in order to highlight the memories Zurab Arabidze presents the book “I love you”. On the 404 page, on 202 paper, love is explained 63 468 times – “Book is for everyone who can love. Give this to the beloved person and ask them to read. Give it to your parents, children, friends and of course to your beloved. The first page of this book is empty for you to express how much you love that person”.

The exhibition will run until May 10, 2016.

Address: Dimitri Shevardnadze National Gallery, 11 Shota Rustaveli Ave. Tbilisi, Georgia

2016 წლის 21 აპრილს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ თანამედროვე ხელოვანის ზურაბ არაბიძის გამოფენის გახსნაზე – ,,F63.9“.

ხელოვანი გამოფენაზე წარმოადგენს ნამუშევრებს ყველაზე მარტივი ფრაზებით, სიტყვებით, რომლებსაც ვამბობთ გრძნობებისა და სურვილების გამოსახატავად.

*ნამუშევრები სათაურების გარეშე*
ტილოებზე ერთი და იგივე ფრაზა მეორდება მანტრას პრინციპით. ყველა სიტყვა თითოეულ ნახატზე დამთვალიერებელმა უნდა წაიკითხოს თავიდან ბოლომდე. ენერგეტიკული მუხტი, რომელსაც აჩენს მანტრა, აღწევს ადამიანის ქვეცნობიერში. 100-ჯერ და უფრო მეტჯერ გამეორებული ,,მე შენ მიყვარხარ”, ,,მომეფერე”, ,,მოდი ჩემთან”, ,,შენთან მინდა” თუ ,,მომენატრე” ერთგვარი მედიტაციაა დამთვალიერებლისთვის. გამოფენა ინტერაქტიულია – ენერგიას, რომელსაც დააგროვებთ ფრაზების კითხვისას, განცდები, რომლებიც დაილექება თქვენს ქვეცნობიერში, შეგიძლიათ გამოხატოთ და დააფიქსიროთ სპეციალურ კედელზე.

*წიგნები სიყვარულზე ძველ კარადაშია მოთავსებული*
ინსტალაციის იდეა ავტორს სიყვარულისადმი დამოკიდებულებაზე დაკვირვების შემდეგ გაუჩნდა – ,,სიყვარული უფრო ხშირად შენახული გვაქვს, სადღაც ძველ მივიწყებულ კუთხეშია შემალული. რაც დრო გადის სიყვარულთან ერთად ყოფნაში, აღარ ვიხსენებთ, აღარც ვახსენებთ, აღარ ვსაუბრობთ სიყვარულზე და ვეგუებით ფაქტს, რომ ის უნდა არსებობდეს თავისთვის ჩუმად, ყურადღების გარეშე”.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ზურაბ არაბიძის წიგნის ,,მე შენ მიყვარხარ“ პრეზენტაცია. 404 გვერდზე, 202 ფურცელზე 63 468-ჯერ ახსნილი სიყვარული, ავტორის თქმით, ესაა წიგნი ყველასთვის, ვისაც შეუძლია სიყვარული. წიგნში პირველი გვერდი თავისუფალია – ,,ეს თქვენთვის, რომ ადრესატს მიუძღვნათ საჩუქარი და კიდევ ერთხელ უთხრათ, როგორ გიყვართ“.

პროექტის ორგანიზატორია გალერეა ,,გამრეკელი“, მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ,,TNN ART“ პროექტი.

გამოფენა 2016 წლის 10 მაისამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის 11.