House of Forward Thinking
Maia Naveriani
3 – 9 June 2016
Project ArtBeat
Mtatsminda Park Tbilisi, Georgia
Project ArtBeat presents Maia Naveriani’s solo exhibition, House of Forward Thinking at its Moving Gallery. All the presented artworks were created during 2005-2015 in London, UK.

“For the last decade I’ve been working predominantly on drawings. The act of drawing for me is a very delicate process requiring deep intuitive trust whether it is small scale works where the signs can appear very directly and quickly, or large scale works that demand a complex psychological and technical approach.
It is this full intuitive trust and irrational approach to the language of drawing that transcends me into another, ultimate and yet unknown space with no past or future, just the intangible present and the countless possibilities to investigate and reflect on it” – Maia Naveriani.

Maia Naveriani (Born in 1966, Georgia) lives and works in Tbilisi and London. The artist studied under Gia Edzgeveradze before completing her formal training at the Academy of Fine Arts, Tbilisi. Having moved to London, in 1989, she was nominated by Annely Juda Fine Art for the the Vordemberger Gildewart Foundation international prize in 1999, which she won. Since then she has taken part in numerous solo and group exhibitions in both public and commercial spaces including Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, London; Neues Kunstforum, Cologne; Museum Wiesbaden; Museum Bochum; Museum am Ostwall, Dortmund; Netwerk, Aalst; Cirius Art Centre, Cork; Leonard Hutton Galleries, New York and CoBra museum, Amsterdam. She also became a member of the group Everything is Alright founded by Gia Edzgeveradze, taking part in many performances in public spaces including Neuer Berliner Kunstverein, Berlin, Museum Bochum, Bochum and Museum Kunst Palatz, Dusseldorf. Maia Naveriani is represented in Germany by Galerie Voss, Dusseldorf.

The exhibition opens on Friday, June 3 at 7 pm and will be on until 9 pm at Moving Gallery by Project Artbeat in Mtatsminda Park, near the Funicular Restaurant.

Opening times:
Friday, June 3, 7 – 9 pm
June 4-10 – By Appointment
Saturday-Sunday, June 11-12, 4 – 7 pm

The project is supported by Mtatsminda Park.

,,ჩემი შემოქმედების ბოლო ათწლეულის ძირითადი ენა ნახატია. ნახატი (drawing) დიდი ხანია გაცდა ამ დისციპლინის ტრადიციული და სტერეოტიპული გაგების ფარგლებს და უზარმაზარი ვიზუალური ამპლიტუდის მქონე ავტონომიურ, თვითკმარ ენად ჩამოყალიბდა. ჩემთვის თვით ხატვის აქტი უფაქიზესი პროცესია, რომელიც ინტუიციის მაქსიმალურ ნდობას მოითხოვს, იქნება ეს მცირე ფორმატზე ნიშნობრიობის უშუალო, სწრაფი დაფიქსირების დროს თუ დიდი ფორმატის ზედაპირის ურთულესი ფსიქოლოგიური და ტექნიკური ათვისებისას, “დაპყრობისას”. მდგომარეობა, როცა სრული ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური კონცენტრაცია და შინაგანი თუ გარე სივრცის გარინდებული გრძნობა აბსოლუტური აუცილებლობაა.
სწორედ ამ კონდიციაში შესვლისას მიჩნდება ის არარაციონალური ინტუიტიური “მინდობა”, რომელიც სხვა, ამოუცნობი სივრცის გადახსნის განცდას მიჩენს, სადაც არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი – მხოლოდ მოუხელთებელი აწმყო და მისი კვლევის უსასრულო შესაძლებლობები“ – მაია ნავერიანი.

მაია ნავერიანი (დაბ.1966 წელს, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო. იმ დროდან მოყოლებული მაია ნავერიანი აქტიურად იფინება დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში, მათ შორის Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, ლონდონი; Museum Wiesbaden, ვისბადენი; Neues Kunstforum, კიოლნი; Museum Bochum, ბოხუმი; Netwerk, Aalst, ალსტი; Cirius Art Centre, კორკი; Leonard Hutton Galleries, ნიუ იორკი; CoBra Museum, ამსტერდამი და ა. შ. ასევე 2004 – 2006 წლებში იღებს მონაწილეობას პერფორმანსებში გია ეძგვერაძის მიერ შექმნილი ჯგუფთან Everything is Alright ერთად, სხვადასხვა სამხატვრო ინსტიტუციებში, როგორებიცაა Neuer Berliner Kunstverein, ბერლინი, Museum Bohum, ბოხუმი და Museum Kunst Palatz, დუსელდორი. გერმანიაში მაია ნავერიანს წარმოადგენს Galerie Voss, დუსელდორფი.

გამოფენა გაიხსნება პარასკევს, 3 ივნისს, 19 საათზე და ღია იქნება 21 საათამდე Project ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში, მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია:
პარასკევი, 3 ივნისი, 19:00-21:00 სთ.
4-10 ივნისი – მოთხოვნით.
შაბათ-კვირა, 11-12 ივნისი, 16:00-19:00 სთ.

პროექტი ხორციელდება მთაწმინდის პარკის მხარდაჭერით.