Life Forms – Deviation
Konstantin Mindadze
30 March 2016
TBC Art Gallery
If the essential goal of the first project – “Life forms (chapter one) equilibrium” – was to metaphorically show the main differences between faith and modern religious institutions, the second, unexpected and so-called ‘project’ (or an anti-project) is based on my involuntary thoughts about my childhood friend who committed suicide. This is the only case where I am not inspired at all, but where the impulsive thoughts about this paradoxical matter have led me to reread works by Albert Camus, Søren Kierkegaard, Franz Kafka, David Hume, Karl Jaspers, Honoré de Balzac, Fyodor Dostoyevsky, and etc… Those thoughts also led me to talk to the medical scientists when I was trying to research any reasoning of this absurd matter. The exhibition “Life forms (chapter two) deviation” will show the works which indirectly and unintentionally reflect this unconfigurable happening and which were developed during the period of those thoughts. The exhibition will include a new 50-minute video “Prologue” which is a documentary about projects and excerpts from my various multimedia works made during last 15 years. Co-director – Gigi Phalavandishvili.
ჩემი ახალი პროექტი „სიცოცხლის ფორმები (ნაწილი მეორე) – დევიაცია“ გაგრძელებაა ადრინდელი პროექტისა „სიცოცხლის ფორმები (ნაწილი პირველი) – წონასწორობები“, სადაც ვეცადე მეტაფორულად მესაუბრა განსხვავებაზე რწმენასა და რელიგიურ ინსტიტუციებს შორის.
ახალი პროექტი (თუ ანტიპროექტი) თავისთავად გაჩნდა, დაუგეგმავად და ჩემი უნებლიე ფიქრების შედეგია ბავშვობის მეგობარზე, რომელმაც თავი მოიკლა. ამ აბსურდული ქმედების გასააზრებლად მედიცინის მეცნიერებსაც ვესაუბრე.
ალბერ კამიუს, სორენ კირკეგორს, ფრანც კაფკას, დევიდ ჰიუმს, კარლ იასპერსს, ონორე დე ბალზაკს, თეოდორ დოსტოევსკის და სხვა ავტორებსაც მივუბრუნდი, რომელთაც ეს აბსურდული ქმედება ვერ ახსნეს. ამ პროექტის ინსპირატორი არა ტრაგიკული ფაქტი, არამედ ჩემთვის აუხსნელის ახსნის მცდელობაა…
გამოფენაზე „სიცოცხლის ფორმები (ნაწილი მეორე) – დევიაცია“ წარმოდგენილი იქნება ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლებშიც უნებლიედ, მაგრამ არაპირდაპირ აისახება ჩემთვის ეს ამოუხსნელი მოვლენა.

გამოფენის ნაწილია 50-წუთიანი ვიდეომასალა/ფილმი – ამონარიდები ბოლო 15 წლის განმავლობაში განხორციელებული ჩემი პროექტებიდან. თანარეჟისორი – გიგი ფალავანდიშვილი.