Like Boxers Who Never Went Into The Ring
Vajiko Chachkhiani
10 February / 2017
Popiashvili Gvaberidze Window Project
Rustaveli Avenue 37, Tbilisi, Georgia
Vajiko Chachkhiani

“Like Boxers Who Never Went Into The Ring”

February 10 – May 6, 2017

Opening Reception: Friday, February 10th, 7-8 PM

Address: Rustaveli Ave. 37

Popiashvili Gvaberidze Window Project is pleased to present Berlin based Georgian artist, Vajiko Chachkhiani, with an installation titled Like Boxers Who Never Went Into The Ring.

The installation is a family portrait of seven heads cast in concrete.
At artist’s request pieces of obscure building’s foundation were ground, processed and mixed with concrete to cast the seven portraits. However, the faces of concrete heads are sliced off making it impossible to identify them. The erased facial features transform the family portrait into a universal, abstract family portrait.

The visual starkness of cast concrete heads and erased facial features is a strong and disturbing commentary on family portraits. Emphasizing significance of family, the notion of family portrait and the family’s influence on individual’s psychological and personal formation

According to the artist this piece is about education in a wider historical, social and political sense. It is about the role that family plays in individual’s development of knowledge. Family and parents’ experience serves as an inherited knowledge, its historical significance and its influence on path one takes in life and psychological configuration.

Vajiko Chachkhiani studied at Gerrit Rietveld Academie in Amsterdam and Universität der Künste (UdK) in Berlin with Gregor Schneider. He received DAAD scholarship in 2013, in 2014 won 7th Rubens Promotional Award from Museum für Gegenwartskunst, Siegen, Germany and was at Yarat residency in 2016. This year he has been shortlisted for Future Generation Art Prize at Pinchuk Contemporary Art Center in Kiev. Chachkiani’s work is in a number of private and public collections, among them Hamburger Kunsthalle and the Federal Collection of Contemporary Art, Bonn, Germany. He has been invited to this year’s Istanbul Biennale curated by Elmgreen & Dragset. In 2017 Vajiko Chachkhiani will represent Georgian National pavilion at the Venice Biennale.

ვაჟიკო ჩაჩხიანი

“მოკრივეები, რომლებსაც ფეხი არასდროს დაუდგამთ რინგზე”

10 თებერვალი – 6 მაისი, 2017

გამოფენის გახსნა: პარასკევს, 10 თებერვალს 7-8 საათამდე

მისამართი: რუსთაველის 37

Popiashvili Gvaberidze Window Project რუსთაველის 37-ის ვიტრინაში წარმოგიდგენთ ბერლინში მცხოვრები ქართველი არტისტის, ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევარს “მოკრივეები, რომლებსაც ფეხი არასდროს დაუდგამთ რინგზე”.

ჩაჩხიანის ინსტალაცია ბეტონში ჩამოსხმული ჯგუფური ოჯახური პორტრეტია – შვიდი ადამიანის თავი. პორტრეტების გასაკეთებლად, ავტორის მითითებით, უცნობი სახლის საძირკვლის სეგმენტები დაფქვეს, გადაამუშავეს და ამ მასალით ჩამოასხეს ეს ნამუშევარი.
ინსტალაცია არის ოჯახურ პორტრეტი, თითოეულ თავს სახე მოჭრილი აქვს შესაბამისად სახეების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. რადგან სახის ამოცნობა შეუძლებელია, კონკრეტული ოჯახის პორტრეტი განზოგადებული, აბსტრაქტული ოჯახის პორტრეტი ხდება.

ამ ნამუშევრის ვიზუალური მხარე – ბეტონში ჩამოსხმული თავები, ამოუცნობი სახეები, ოჯახურ პორტრეტის თემაზე ვიზუალურად ძლიერი და შემაშფოთებელი კომენტარია. ის დაგვაფიქრებს ოჯახის მნიშვნელობაზე, ოჯახური პორტრეტის ფორმასა და იდეაზე და ოჯახის გავლენაზე ადამიანის ფსიქოლოგიურ და პერსონალურ ფორმირებაზე.

ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის ეს ნამუშევარი გარკვეულწილად ფართო ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური გაგებით განათლების სისტემას ეხება, ის განათლების საძირკველზე ოჯახზე საუბრობს. ოჯახის, მშობლების გამოცდილების მემკვიდრეობით გადაცემულ განათლებაზე, მის ისტორიულ მნიშვნელობაზე და მის ზემოქმედებაზე ადამიანის ცხოვრების გეზის განსაზღვრაზე და მის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებაზე.

ვაჟიკო ჩაჩხიანი გერიტ რიტველდის აკადემიასა და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის ცნობილი გერმანელი ხელოვანის, გრეგორ შნაიდერთან სწავლობდა. ჩაჩხიანი 2013 წელს DAAD-ის სტიპენდიანტი იყო, 2014-ში რუბენსის ჯილდო მიიღო და 2016-ში Yarat-ის რეზიდენცია გაიარა. იგი ამჟამად პინჩუკის ცენტრის მომავალი თაობის არტ პრიზის (Future Generation Art Prize) ფინალისტების სიაშია. ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევრები მრავალ კერძო და სამუზეუმო კოლექციებშია, მათ შორის ჰამბურგერ კუნსტჰალესა და გერმანიის თანამედროვე ხელოვნების ფედერალურ კოლექციებში.

იგი წლევანდელ სტამბოლის ბიენალეზე მიიწვიეს ცნობილმა დანიელმა არტისტებმა, ელმგრინ და დრაგსეტმა, რომლებიც წელს ბიენალეს კურატორები არიან.

2017 წელს ვაჟიკო ჩაჩხიანი საქართველოს ეროვნულ პავილიონს წარმოადგენს ვენეციის ბიენალეზე.