Morphology
Rita Khachaturiani
26 March – 1 April
opening 19:00
Sfumato Gallery
P. Ingorokva st 19 Tbilisi, Georgia
See Georgian Version
თანამედროვე ხელოვნების გალერეა SFUMATO , 26 მარტს გიწვევთ რიტა ხაჩატურიანის პერსონალურ გამოფენაზე “მორფოლოგია”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20 გრაფიკული ნამუშევარი. მთავარი თემაა ბიოლოგიური სხეულები და მათი ტრანსფორმაცია. ყოველი სხეული , როგორც საკუთარი ისტორიის მატარებელი ობიექტი,განვითარებისკენ სწრაფვის სურვილის შედეგად განიცდის ევოლუციას და იღებს განსაკუთრებულად უნიკალურ , ინდივიდუალურ ფორმას.
ყოველი სხეული ემსგავსება ერთგვარ პლანეტას , რომლის გარეგნული ფორმა თუ ხასიათი დამოკიდებულია გარემო პირობებზე და მის შიგნით მიმდინარე პროცესებზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აგრეთვე დამოუკიდებელი ნამუშევრების სერია ,, არქივი”. ეს არის მიტოვებულ , ძველ ქარხნებში ნაპოვნი ფოტოები , რომლის მიხედვითაც მოხდა მათი გრაფიკული ერთგვარი ტრანსფორმირებული სტილიზაცია.
თანამედროვე ხელოვნების გალერეა SFUMATO ,დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს ექსპოზიციაზე იხილოს, მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი გრაფიკული ტილოები, რომლებიც ამ საგამოფენო სივრცისთვის შეიქმნა.
გამოფენა გაიხსნება 26.03.2017 , 19.00 საათზე და გარძელდება 1.04.2017 .
გალერეა მუშაობს ყოველდღე 12.00 დან 19.00 მდე