Mother Georgia
Brian Griffin
18 November – 2 December
Fabrika
Ninoshvili st 8 Tbilisi, Georgia

Due to popular demand, Project ArtBeat is happy to Bring back Mother Georgia by Brian Griffin for Comme des Garçons at Fabrika Hostel.

The Collection holds 12 photographs and a VHS video. The opening reception will be held at Fabrika (in hostel lobby) 18rd of November at 20:00.
The Exhibition closes on 18th of December.

The story was shot for Six magazine – an unstapled, A3 publication by the brand, that never included any words, just striking images to bring CdG founder Rei Kawakubo’s vision to life. Remembered as Kawakubo’s all-time favourite story ever done for Six magazine, the photoshoot resurfaced and was featured in Dazed magazine almost 25 years later and since then has reached bigger audiences, particularly in now independent Georgia and its flourishing fashion and art scene.
Rei Kawakubo’s interest in Georgia started with Niko Pirosmani, a Georgian primitive painter. Griffin and Kawakubo flew in from UK and Japan respectively and shot the campaign just 20 minutes outside the capital, on top of a hill near an Orthodox church. Styled by Kawakubo and photographed by Griffin, the team worked with local peasants and did not use any professional models. Often wearing their own clothing, sometimes only supplemented by a CdG piece, the concept of the shoot was to combine and blend Comme des Garçons’s clothing with local’s own.
Griffin recalls the unusual setting for the photoshoot in the country on the verge of obtaining its independence from the Soviet Union (Georgia became independent in 1991). He recalls being under surveillance, while their hotel host listened in on their private phone conversations as well as witnessing people destroying statues of Stalin, animal sacrilege going on in the yard of the church while shooting the campaign and having a feast with the locals after the photoshoot was done.
The iconic photograph of the statue Mother Georgia was shot by Griffin the next day, after Kawakubo had already gone back to Japan, but became an image central to the story.
While Griffin did not identify as a fashion photographer at the time, he found an artistic connection with Kawakubo and it resulted in one of the most special campaigns done for Comme des Garçons.

About the Artist:

Brian Griffin was born in Birmingham, England on 13 April 1948 and has had a long and diverse career in photography. Proclaimed as ‘The Photographer of the Decade’ by The Guardian newspaper in 1989, he has worked as a film director making TV commercials, music videos and short films and has published several books. His works are part of collections of museums such as Victoria and Albert Museum, National Portrait Gallery in London and Art Museum Reykjavik in Iceland amongst others.
He is famous for his work in portraiture and for shooting album covers.
He has shot iconic artists like Kate Bush, Elvis Costello, Paul McCartney and Iggy Pop. His wide portfolio of album covers include musicians like The Clash, Queen, Placebo, Brian Eno and Echo and the Funnymen.

Project ArtBeat მოხარულია წარმოგიდგინოთ გამოფენა Mother Georgia ფაბრიკაში, სადაც გამოფენილი იქნება ბრაიან გრიფინისა და Comme des Garcons-ის ფოტო პროექტი, გადაღებული საბჭოთა საქართველოში 1989 წელს.

გამოფენა შედგება 12 ფოტოსურათისა და VHS ვიდეოსგან. გამოფენის გახსნა გაიმართება ფაბრიკაში (ჰოსტელის ლობიში), 18 ნოემბერს, 20:00 საათზე.
გამოფენა გაგძელდება 18 დეკემბრამდე.

ფოტოები Comme des Garcons-ის კრეატიულმა დირექტორმა, რეი კავაკუბომ თავისი ჟურნალისთვის გადააღებინა გრიფინს. ჟურნალში „Six“, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდიოდა 1988-1991 წლებში, უსიტყვოდ, მხოლოდ ვიზუალურად, იყო გადმოცემული რეი კავაკუბოს ხედვა. ზუსტად ეს ფოტო რეპორტაჟი მოიხსენია კავაკუბომ თავის ყველაზე საყვარელ მასალად ამ ჟურნალის არსებობის მანძილზე. თითქმის 25 წლის შემდეგ, ეს ფოტოები ახლიდან გამოქვეყნდა ჟურნალ Dazed-ში, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე მოიპოვა და სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკვე დამოუკიდებელ საქართველოში.
რეი კავაკუბოს ინტერესი საქართველოსადმი დაიწყო ქართველი პრიმიტივისტი მხატვრით, ნიკო ფიროსმანით. გრიფინი და კავაკუბო იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ეწვივნენ საქართველოს ამ პროექტისთვის. ფოტოები გადაიღეს თელავში, მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში. პროფესიონალი მოდელების დაქირავებას მათ იქვე მცხოვრები გლეხების გადაღება არჩიეს. გლეხებს უმეტესწილად საკუთარი სამოსი ეცვათ და მხოლოდ რამდენიმე დეტალს ამატებდა კავაკუბო CDG-ის კოლექციიდან. ამ ფოტოების კონცეფცია იყო CDG-ის დიზაინების შერწყმა გლეხების ტანსაცმელთან.
ბრაიან გრიფინი იხსენებს მათთვის რამდენად უჩვეულო გარემოში აღმოჩნდნენ სტუმრები საბჭოთა საქართველოში ჩამოსვლისას. ამ დროს ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების ზღვარზე იყო (საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1991 წელს). ფოტოგრაფი იგონებს, რომ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სასტუმროს მასპინძელი მათ პირად სატელეფონო საუბრებს ისმენდა. გადაღებების შემდეგ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ლხინის პარალელურად, სტუმრები გახდნენ სტალინის ქანდაკებების განადგურებისა და ტაძრის ეზოში ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის მოწმენი.
ის საკულტო ფოტოსურათი, რომლის სახელიც ჰქვია ამ გამოფენას, გრიფინმა მომდევნო დღეს გადაიღო. ამ დროს კავაკუბო უკვე წასული იყო საქართველოდან, მაგრამ ეს ფოტო მაინც ცენტრალური გახდა ამ ფოტოსერიისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ გრიფინი ამ დროს თავის თავს მოდის ფოტოგრაფად არ თვლიდა, მან კავაკუბოსთან საერთო ენა გამონახა, რისი შედეგიც Comme des Garçons-ის ყველაზე განსაკუთრებული კამპანია გახდა.

ფოტოგრაფის შესახებ:

ბრაიან გრიფინი დაიბადა ბირმინგემში, ინგლისში, 1948 წლის 13 აპრილს და ჰქონდა ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერა ფოტოგრაფიაში. ის 1989 წელს გარდიანმა ათწლეულის საუკეთესო ფოტოგრაფად აღიარა. ფოტოების გარდა, ის იღებს სატელევიზიო რეკლამებს, მუსიკალურ ვიდეოებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი. გრიფინის ნამუშევრები ისეთი მუზეუმებისა და გალერეების კოლექციებში ინახება, როგორებიცაა ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი და ეროვნული გალერეა ლონდონში და ხელოვნების მუზეუმი რეიკიავიკში.
გრიფინი ყველაზე ცნობილია თავისი პორტრეტებითა და ალბომის გარეკნებით. მას გადაღებული ჰყავს საკულტო ხელოვანები, კეით ბუში, ელვის კოსტელო, პოლ მაკარტნი და იგი პოპი. გრიფინის ფართო პორტფოლიო მოიცავს ისეთი მუსიკოსების ალბომის გარეკანებს, როგორებიც არიან The Clash, Queen, Placebo, Brian Eno and Echo and the Funnymen.