Night Intervention
Uta Bekaia/Levan Mindiashvili
Curated: Elene Abashidze
31 August 2016
State Silk Museum
Tsabadze st 6 Tbilisi, Georgia
The State Silk Museum invites artists Uta Bekaia and Levan Mindiashvili and curator Elene Abashidze to participate in the Museum Intervention Series.

Night Intervention is an experiment where the action happens not only in the institution, but within the set of artist/curator roles as well. The project questions the relationship between artists and curator during the working process, which is joined by the curator at a later stage in order to reflect on it rather then provide it.

With the minor coordination from the side of the curator, the artists develop body of work independently and create their own relationship with the space. The artists themselves state: “Night Intervention is a direct response to the architecture, history and the purpose of the Silk Museum. Inspired by the Petit Chatelet nature of the building, artists created objects that might reminiscent dilapidated chandeliers, old mirrors or fire place stands that try to “replace” imaginary missing objects. Works, which are made of dry branches covered with pigmented wax and pigmented plaster blocks that mimic construction remnants and dyed gauze, mark a shattering terrain between natural and manmade and resemble the process of silk production. Part of the opening are also three performers in sculptural costumes made by Uta Bekaia. They shall challenge traditional understanding of performance and sculpture”.

Night Intervention is the artists’ second project as a duo. Their first collaboration took place at the Lodge Gallery, New York earlier in 2016.

Night Intervention is an ongoing research that evolves during the exhibition and will be finalized at its closing date.

Exhibition opens on August 31, 2016 at 20:00
Related events and the public program are to be announced.
———————————————————————————-
Uta Bekaia – born 1979 in Tbilisi, Georgia. Lives and works in New York, USA. His works were shown at the 2nd Kyiv Biennial, Istanbul and Kiev, 2015; the Center for Contemporary Art, Batumi, 2015; Artisterium, Tbilisi, 2015, RichMix, London, 2015; Art-Villa Garikula, 2015 and The Georgian National Museum, Tbilisi, 2013. His recent solo shows took place at The Vazquez Building, Brooklyn, 2015, Popiashvili Gvaberidze Window Project, Tbilisi, 2013. Recent performances include: Fashion Clash, Maastricht, 2016; Ideal Glass, New York, 2016; Art Park Residency, New York, 2016; The Movement Theater, Tbilisi, 2015 and Tbilisi City Parade Berikaoba, 2015.

Levan Mindiashvili – born 1979 in Tbilisi, Georgia. Lives and works in New York, USA. His works have been shown at the group exhibitions at Arsenal, Kiev, 2016; Tartu Art Museum, Estonia, 2016; ODETTA, Brooklyn, 2015; RichMix, London, 2015 and the Georgian National Museum, Tbilisi, 2013. The recent solo exhibitions include those at the Vazquez Building, Brooklyn, 2015; The Lodge Gallery, New York, 2014; Kunstraub99, Cologne, 2013. Selected awards include: the Commission Grant for Public Art Projects from National Endowments for Arts, New York, 2014 and Emerging Artist of 2011, Movistar Arte Jóven, Buenos Aires, Argentina.

Elene Abashidze – born 1987. Lives and works in Tbilisi, Georgia. Her recent projects include: The Absent Image, Gallery Nectar, Tbilisi, 2016-1015; Apocalypse Now – a listening party and video screening series in collaboration with artist Nik O Nik, 2015; Same Same, a double platform exhibition at Anaklia Seashore and Batumi CAC41N-41E, 2014; The Fragment of Time Which is Not Recorded, CCA, Tbilisi, 2011. Elene is the editor of Danarti series of publications 2016-2011 and occasionally writes for various magazines.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა ინტერვენციის გრძელვადიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია ხელოვანები უტა ბექაია და ლევან მინდიაშვილი და კურატორი ელენე აბაშიძე.

პროექტი წარმოადგენს ექსპერიმენტს, რომელშიც ინტერვენცია არა მხოლოდ ინსტიტუციონალურ დონეზე ხდება, არამედ კურატორისა და ხელოვანის კლასიკური ურიერთობისა და როლების გადააზრებასაც ახდენს.

პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ფაზა მოიცავს ხელოვანთა თანამშრომლობას სივრცეში და მათ მიერ დამოუკიდებელი კავშირების დამყარებას სამუზეუმო კონტექსთან, მეორე ეტაპი რეფლექსიის მიმდინარე პროცესში კურატორის ჩართულობას გულისხმობს. პროექტი წამოადგენს კვლევას, რომელიც გამოფენის გახსნის დღიდან მის დახურვამდე ვითარდება.

ხელოვანებისთვის “ღამის ინტერვენცია” პირდაპირი გამოძახილია აბრეშუმის მუზეუმის არქიტექტურაზე, მის ისტორიასა და დანიშნულებაზე. მუზეუმის Petit Chatelet-ს ტიპის ბუნებით შთაგონებულმა შექმნეს ობიექტები, რომლებიც ერთი შეხედვით დაშლის ზღვარზე მყოფ ჭაღებს, ძველ სარკეებსა თუ ბუხრის თავებს მოგვაგონებენ. ხელოვანები მათ ჩანაცვლებას წარმოსახვითი დაკარგული ნივთების საშუალებით ცდილობენ. სხვადასხვა ფერის სანთლით დაფარული ტოტებით, სამშენებლო ნანგრევებს მიმსგავსებული პიგმენტირებული თაბაშირის ბლოკებითა და დაფერილი მარლით შექმნილი ნივთები აბრეშუმის წარმოების პროცესის მსგავსად ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსს – ბუნებრივსა და ადამიანის მიერ შექმნილს შორის მერყეობენ. გამოფენის გახსნის ნაწილს წარმოადგენენ უტა ბექაიას სკულპტურულ კოსტიუმებში გამოწყობილი სამი პერფორმერი – რომლებიც მოქმედებასა და სტატიკურ სკულპტურაზე არსებული ტრადიციული შეხედულებების ახლებურ გააზრებას შემოგვთავაზებენ.

“ღამის ინტერვენცია” ხელოვანებისათვის რიგით მეორე ერთობლივი პროექტია, სადაც ისინი საბოლოო ნამუშევრის თანაავტორებად მოიაზრებიან. მათი პირველი ერთობლივი პროექტი 2016 წელს ნიუ იორკში, The Lodge Gallery-ში შედგა.

გამოფენის გახსნა შედგება 2016 წლის 31 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე.

გამოფენის მსვლელობისას გამოქვეყნდება საჯარო პროგრამისა და ღონიძიებების განრიგი.
————————————————————————————-
უტა ბექაია 1974 წელს დაიბადა თბილისში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ იორკში. აღსანიშნავია მისი ჯგუფური გამოფენები შემდეგ ფესტივალებსა და საგამოფენო დარბაზებში: კიევის მე-2-ე ბიენალე სტამბულსა და კიევში, 2015; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, ბათუმი, 2015; არტისტერიუმი, თბილისი, 2015, არტ-ვილა გარიყულა, 2015; RichMix, ლონდონი, 2015; ხელოვნების სახელმწიფო მუზუემი, თბილისი, 2013. მნიშვნელოვანი პერსონალური გამოფენები ჩატარდა გალერეებში The Vazquez Building, ბრუკლინი 2015, Popiashvili Gvaberidze Window Project, თბილისი 2013. უტა ბექაიას ბოლო პერფორმანსები განხორციელდა Fashion Clash-ში, მაასტრიხტი, 2016; Ideal Glass-ში, ნიუ იორკი, 2016; Art Park Residency-ში, ნიუ იორკი, 2016, “ბერიკაობა” თბილისობა, თბილისი, 2015; დადგმა მოძრაობის თეატრში, თბილისი, 2015.

ლევან მინდიაშვილი 1979 წელს დაიბადა თბილისში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ იორკში. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენებში, რომლებიც გაიმართა შემდეგ ფესტივალებსა და საგამოფენო დარბაზებში: არსენალე, კიევი 2016; ტარტუს ხელოვნების მუზუემი, ესტონეთი, 2016; ODETTA, ბრუკლინი, 2015; RichMix, ლონდონი, 2015; ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, 2013. მისი ბოლო პერსონალური გამოფენები ჩატარდა შემდეგ ინსტიტუციებში: The Vazquez Building, ბრუკლინი, 2015; The Lodge Gallery, ნიუ იორკი, 2014; Kunstraub99, კიოლნი, 2013. მიღებულ ჯილდოთაგან აღსანიშნავია გრანტი საჯარო ხელოვნებისთვის, National Endowments for Arts-სგან, ნიუ იორკი, 2014 და ახალგაზრდა ხელოვანი 2011, Movistar Arte Jóven, ბუენოს აირესი, არგენტინა.

ელენე აბაშიძე დაიბადა 1987 წელს თბილისში. არის დამოუკიდებელი კურატორი და ავტორი. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: დანართის პუბლიკაციების სერია, 2016 – 2011; განუსაზღვრელი სურათი, გალერეა ნექტარი, 2016 – 2015; აპოკალიფსი ახლა, მოსასმენი წვეულება და ვიდეო პროექციების სერია ხელოვან ნიკ ო ნიკთან თანამშრომლობით; იგივე იგივე, ანაკლიის ზღვისპირა ზოლი და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, 2014; დროის ჩაუწერელი მონაკვეთი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი, 2011.