
Kakhaber Berelidze, Jaba Chanturia, Elene Gabrichidze, Giorgi Khaniashvili, Tamar Gurgenidze,
Tamar Khmiadashvili, Archil Kordzaia, David Kukhalashvili, Gega Kutateladze, Tamar Maglaferidze,
Mariam Pantsulaia, Lika Sarishvili, Naili Vakhania
curated by: Irena Popiashvili
2 April / 2017
opening 14:00
Film Studio “Georgian Film”
კინოსტუდია ქართული ფილმის ტერიტორიაზე არსებული მხატვრების ღია სახელოსნოების პარალელურად ეწყობა ერთდღიანი გამოფენა სათაურით გრუზია ფილმს. გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს კინოსტუდიის სახელოსნოებში მომუშავე მხატვრების ნამუშევრებს და მათ შორის არსებულ ვიზუალურ და თემატურ პარალელებს ავლენს. გამოფენის სათაური კინოსტუდიის ადგილის წარსულსა და მისი ახლანდელ მდგომარეობის კონტრასტთანა არის დაკავშირებული. გამოფენა სახელოსნოების შესასვლელთან არსებულ ვესტიბიულ-დერეფანში იქნება წარმოდგენილი და ამდენად ეს კონტრასტი ის ფიზიკური და მენტალური სივრცეა, სადაც გამოფენა ეწყობა.
კინოსტუდიის სახელოსნოები რამდენიმე ხელოვანის მიერ სამუშაო სივრცის ძიებით დაიწყო. დათო კუხალაშვილი ერთერთი პირველი იყო ვინც ყოფილი კინოსტუდიის ლაბორატორიების სივრცე სახელოსნოდ გადააქცია. ნელნელა სხვა მხატვრებიც შემოუერთდნენ და ამჟამად უკვე ცამეტი ხელოვანი მუშაობს ერთ სართულზე. ეს სივრცეები საინტერესოა, რამდენადაც ახალგაზრდა ხელოვანების დაჯგუფება ბუნებრივად მოხდა და ღია სახელოსნოებს ისინი უკვე მეორედ აწყობენ. მხატვრების სურვილია, რომ ეს მუდმივ პრაქტიკად დაამკვიდრდეს და სეზონურად წელიწადში საგაზაფხულო და საშემოდგომო ღია სახელოსნოების დღეები მოეწყოს, სადაც საზოგადოება დაათვალიერებს და გაეცნობა მათ შემოქმედებას.