OptiMystic Translookations
Mamuka Japharidze
Curated: Mariam Loria
15 – 21 May 2016
Project ArtBeat
Funicular Restaurant Tbilisi, Georgia

Project ArtBeat presents Mamuka Japharidze’s OptiMystic Translookations at its Moving Gallery. The project will be carried out on the territory of the Tbilisi Funicular, on Mtatsminda Hill. The exhibition focuses on the present appearance of the city and the documentation of the 1990s.
OptiMystic Translookations is an installation arranged according to the optical principle of the camera obscura. Visitor enters the gallery and after experiencing darkness for several minutes, as the eyes get used to it, live translation of Tbilisi (pale panorama) appears on the walls. At the same time, the documentation of the project აქTV- black and white photos taken from the Tbilisi Funicular in 1995 will be presented.

Mamuka Japharidze (born in 1962, in Tbilisi) lives and works in Tbilisi and London. The medium of his works changes according to the context and environment and includes: happenings, collections of objects and images, video projections, photography, linguistic games, drawings, sound design, prints, photo archives collected over a long period of time…

Since 1987, Mamuka Japharidze has been working on conceptual projects. ARTRA was presented at the Georgian Pavilion, the 48th Venice Biennale, 1999. In the same year a video projection, Eye Trees was presented in Atlanta. The artist’s works were exhibited at Georgian National Museum several times, including Reframing the 80s in 2012 and Re:Museum in 2014. With the works by other Georgian artists, Mamuka Japharidze’s installation was featured at the exhibition Beyond Credit at Art in General, in New York.

Moving Gallery will stop in Mtatsminda Park, near the Funicular Restaurant.

The exhibition opens on Sunday, May 15 at 4 pm and will be open until 7 pm.

Opening times: 15 – 21 May, 3 pm- 7 pm.

The project is realized in the frameworks of Kolga Tbilisi Photo.
Supported by Mtatsminda Park.

Curator – Mariam Loria

მოძრავ გალერეაში Project ArtBeat წარმოგიდგენთ მამუკა ჯაფარიძის პროექტს გადახედვები / OptiMystic Translookations. პროექტი ხორციელდება მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოფენაზე ფოკუსი კეთდება თბილისის ახლანდელ სახეზე და 1990-იანი წლების დოკუმენტაციაზე.

გადახედვები / OptiMystic Translookations არის კამერა ობსკურას პრინციპით მოწყობილი ინსტალაცია. მოძრავ გალერეაში რამდენიმე წუთიანი სიბნელის შემდეგ, როცა თვალი შეეჩვევა სიბნელეს, კედლებზე გამოჩნდება თბილისის პირდაპირი ტრანსლაცია, ფერმკრთალი პანორამა.
ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტის აქTV დოკუმენტაცია – 1995 წელს ფუნიკულიორზე გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები.

მამუკა ჯაფარიძე (დაბ. 1962წ. თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში და ლონდონში. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეო პროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს…

1987 წლიდან მხატვარი კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევარი ARTRA წარმოდგენილი იყო 1999 წელს ვენეციის 48 ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. ამავე წელს ვიდეო პროექცია Eye Trees მოეწყო ატლანტაში. არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში მათ შორის 2012 Reframing the 80s და 2014 Re:Museum. ნიუ-იორკში გალერეა Art in General-ში 2016 წელს მოეწყო გამოფენა Beyond Credit, სადაც სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ჯაფარიძის ინსტალაცია იყო წარმოდგენილი.

მოძრავი გალერეა გაჩერდება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის რესტორნის მიმდებარე გადასახედთან.

გამოფენა გაიხსნება კვირას, 15 მაისს, 16:00 საათზე და ღია იქნება 19:00 საათამდე.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია 15 – 21 მაისს, 15:00 – 19:00 სთ.

პროექტი ხორციელდება ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში, მთაწმინდის პარკის მხარდაჭერით.
კამერა ობსკურას საუნდი : ძოწე (დავით ძოწენიძე)

კურატორი – მარიამ ლორია