Other Iran
Natela Grigalashvili
23 September – 1 October
Museum of Fine Arts
Gudiashvili st 1 Tbilisi, Georgia
Georgian National Museum Shalva Amiranashvili Museum of Fine arts invites you to the photo exhibition “The Other Iran” by Natela Grigalashvili. The opening event will take place on September 23, 2016 at 6 pm.

The exhibition will showcase the photos which describe impressions of the Georgian photographer from the Iran-Iraq border – the place which has been the battle field during the war between these two countries.

The exhibition “the Other Iran” will last until September 27, 2016.

On September 29 at 6 pm will open the Exhibition of Iranian traditional handicrafts and garments of various ethnic groups. The event will be joined by the musical group „Mehraiin“ from the Mazandar region, Iran.

The exhibition of traditional handicrafts and garments will last until October 1, 2016.

On October 2 in the Georgian State Museum of Folk and Applied Art will be held the evening of the traditional Iranian music. (28, Shalva Dadiani Str.)

Events will be held within the Iran Culture Days organized by the embassy of the Islamic Republic of Iran.

Address: Shalva Amiranashvili Museum of Fine Arts. 1, Gudiashvili Str., Tbilisi, Georgia.

2016 წლის 23 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ირანის კულტურის დღეების ფარგლებში, გიწვევთ ქართველი ფოტოხელოვანის ნათელა გრიგალაშვილის ფოტონამუშევრების გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „სხვა ირანი“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტონამუშევრები აღწერს ფოტოგრაფის შთაბეჭდილებებს ირან–ერაყის საზღვრიდან – იმ ადგილიდან, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე რამდენიმეწლიანი ომის ერთ-ერთი ბრძოლის ველია.

ფოტოგამოფენა ,,სხვა ირანი” 2016 წლის 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

29 სექტემბერს, 18:00 საათზე, კი გაიხსნება გამოფენა, რომელიც წარმოადგენს ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშებს და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სამოსს. საღამოს გააფორმებს მუსიკალური ჯგუფი „მეჰრაიინ“ მაზანდარას რეგიონიდან (ირანი).

ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და სამოსის გამოფენა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

2 ოქტომბერს 19:00 საათზე საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ირანული ტრადიციული მუსიკის საღამო (შ. დადიანის ქ. 28).

ღონისძიებები გაიმართება ირანის კულტურის დღეების ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1.