soviet_rainbow_nino_kvrivishvili
Soviet Rainbow
Nino Kvrivishvili
Curated: Irena Popiashvili
31 May – 2 August 2016
State Silk Museum
Tsabadze st 6 Tbilisi, Georgia
State Silk Museum is one of the few museums in Tbilisi, Georgia, that opened its doors to contemporary art and allowed artists and curators to exhibit in its permanent collection galleries. Nino Kvrivishvili’s exhibition Soviet Rainbow – From Textile Shop to Museum addresses the subject of this particular museum’s history and its connection to Georgian silk and Soviet textile industry. The curator of the show, Irena Popiashvili, collaborated with the artist on the concept and installed part of Nino Kvrivishvili’s works dispersed among the museum’s historical exposition.

The title of the exhibition Soviet Rainbow refers to the name of Soviet Georgian Silk factory. The artist researched now almost defunct textile industry’s fabrics and gave them a new life in her works. Kvrivishvili’s exhibition expands outside of the museum. During the exhibition banners and posters of the show will be placed around the city on specific sites where textile shops used to be in the near past. With this gesture the artist demonstrates “From Textile Shop to Museum” path of her pieces in the exhibition. This act of anthropological mapping addresses public’s personal memories of the textile stores and invites to revisit them in the museum setting.

Nino Kvrivishvili researched and found in second hand stores pieces of fabrics produced by Georgian textile factory Rainbow (Cisartkela) and combined them with the pieces of objects discarded during the renovation of the State Silk Museum, thus creating new body of work. For example, Kvrivishvili’s “Lady in Black” is an old oval shaped cardboard frame presenting soviet era “Krepdishin” overflowing its garment all the way to the floor.

Nino Kvrivishvili is a young Georgian artist living and working in Tbilisi, Georgia. She has exhibited extensively in Georgia and abroad. Her recent shows include the artist’s solo exhibitions at Gallery Melike Bilir, Hamburg, Germany and KKKC, Klaipeda, Lithuania; her work was included in group exhibition 21st Century Georgian Artists at Popiashvili Gvaberidze Window Project, Tbilisi, Georgia. Nino Kvrivishvili was part of the Achterhaus Residency in Hamburg and KKC Residency in Klaipeda, Lithuania. In the fall of 2016 the artist will be part of Binz Residency in Zurich, Switzerland.

Project is realized in the frames of the “Regional Art and Culture Project in the South Caucasus”, which is managed by the Culture and Management Lab with
financial support of the Swiss Cooperation Office for the South Caucasus (SCO).

For additional information and images please contact Mariam Shergelashvili at +995 555 376 386 or via email mariamshergelashvili@yahoo.com

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ის იშვიათი ინსტიტუციაა თბილისში, რომელმაც თავისი სივრცე დაუთმო თანამედროვე არტისტებსა და კურატორებს. პროექტის „არტისტული ინტერვენცია მუზეუმში“ ფარგლებში ნინო ქვირივიშვილია პირველი არტისტი, რომელიც კურატორ ირინა პოპიაშვილთან ერთად 31 მაისს წარადგენს თავის ნამუშევრებს.

გამოფენა “საბჭოთა ცისარტყელა – მაღაზიიდან მუზეუმამდე” მუზეუმის ისტორიის, ქართული აბრეშუმისა და ქსოვილების ინდუსტრიის თემაზეა შექმნილი. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, გამოფენის კურატორმა, ირინა პოპიაშვილმა, ავტორის ნამუშევრები მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცესა და მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში განათავსა.

გამოფენის სათაური „საბჭოთა ცისარტყელა“ ეხმიანება თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის სახელს და ამჯერად, თითქმის შეწყვეტილი ინდუსტრიის ნაწარმი არტისტის ნამუშევრებით ახალ კონტექსტში წარმოგვიდგინა. კონცეპტუალურად ნინო ქვრივიშვილის გამოფენა აბრეშუმის მუზეუმის საზღვრებს გარეთაც გრძელდება. არტისტის გამოფენის ბანერები ქალაქში განთავსებულია იმ ადგილებზე, სადაც 25 წლის წინ თბილისელებისთვის ნაცნობი ქსოვილების მაღაზიები იყო. ამგვარი ხერხით, ნინო ქვრივიშვილმა წარსული და აწმყო ემოციურად დააკავშირა და თბილისელებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის ადგილები, სადაც უფროსი თაობის ადამიანებისთვის ნაცნობი და საყვარელი მაღაზიები იყო განთავსებული.

გამოფენა „საბჭოთა ცისარტყელა – მაღაზიიდან მუზეუმამდე“ იმ მოსახლეობას მიმართავს, რომლისთვისაც ქალაქის უახლესი ისტორიის ანთროპოლოგიური რუკა, პირადი ცხოვრებისა და მეხსიერების ნაწილია.

ახალგაზრდა არტისტმა საბჭოთა პერიოდში თბილისის ფაბრიკის გამოშვებული ქსოვილები მოიძია და ისინი მუზეუმის რეკონსტრუქციის შედეგად გადარჩეულ ნივთებთან კომბინაციით ახალ კონტექტსში, ახალ ნამუშევრებად წარმოგვიდგინა. ნინო ქვრივიშვილის “ლედი შავ კაბაში” ძველ ოვალურ მუყაოს ჩარჩოში ჩასმული პორტრეტია, ხოლო ლედის პორტრეტი საბჭოთა ცისარტყელის “კრეპდიშინია”.

ნინო ქვირივიშვილი ბევრი გამოფენის მონაწილეა. მისი გამოფენებიდან აღსანიშნავია პერსონალური გამოფენა Gallery MelikeBilir, ჰამბურგი, გერმანია; KKKC, კლაიპედა, ლიტვა; ჯგუფური გამოფენა 21-ე საუკუნის ქართველი არტისტები, Popiashvili Gvaberidze Window Project-ში. ნინო ქვრივიშვილი იყო Achterhaus რეზიდენციაში ჰამბურგში და KKC-ის რეზიდენციაში კლაიპედაში; 2016 წლის ოქტომბრიდან არტისტი ციურიხის ბინცის რეზიდენციაში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და
კულტურის რეგიონული პროექტის”ფარგლებში. პროექტის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზუალური მასალისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარიამ შერგელაშვილს – 555 376 386 ან ელექტრონული ფოსტით: mariamshergelashvili@yahoo.com