Suffocation via Butterfly Effect
Algorithm F5 in collaboration with
Merab Gugunashvili, Gvantsa Jishkariani
20-30 March / 2017
State Silk Museum
Tsabadze st. 6 Tbilisi, Georgia
The initiative group “ALGORITHM F5” analytically reinterprets material and non-material past experience and tries to connect it logically with the present. Museum algorithm, as an order of determined activity, introduces multimedia and collaborative project – “Suffocation Via Butterfly Effect” within exhibitional experiment.

Through observation of time, transformation of human being and constant changes “ALGORITHM F5” researches different descriptors: everyday life, consumer society, urban spaces, nostalgia-diffusion of feelings and contrast ideas connects visual art and events of museum life.

Losing a feeling of being in present, reflection of disapearence, allusion- transforms unusable space of museum basement into the connection of associative labyrinth, where photo-installation, conceptual narratives, projection of texts, sound, light and site-specific art objects corresponds to destructive feelings of contemporary man. Vague inner feelings materialize by losing balance between reality and fantasy.

Multimedia art pieces aggravate imaginary, emotional condition – while virtual simulation asks dual questions about the eternal existential problems such as: beauty, desire, intuition, artificiality, seductive power of illusion in brutal reality.

With the result of subjective self-expression, publicity of unspeakable, personal and impersonal senses in “suffocated”, unusable museum space leads a visitor to spiral movement. At the same time, accumulated energy behind the structure (space and human imagination) is aimed to provoke dual questions:
– What is suffocation, emotional state of gasp or simulation?
– What is “butterfly effect” in virtual reality?
– What is the Vice Versa of Voyeuristic fiction?
– What is the challenge of changes?
– And, what is the next step?- Is choice of man into the process of modeling?

Curators of the exhibition, participants and group members:
Mariam Shergelashvili-Author of conceptual narratives.
Konstantine Bolqvadze- Author of photo-series.
Elisabed Rekhviashvili-Project Coordinator
Nino Kublashvili-Designer
Invited artists during the exhibition:
Merab Gugunashvili
Gvantsa Jishkariani

The project is realized within prize fund of joint contest: ”Modeling the Future” organized by The Tbilisi State Academy of Arts and Peter Moennig Foundation.

Project group is grateful to The State Silk Museum for support and technical provision.

“ალგორითმი F5”-ის საინიციატივო ჯგუფი ანალიტიკურად გადაიაზრებს წარსულის მატერიალურ და არამატერიალურ გამოცდილებას და ცდილობს თანამედროვეობასთან ლოგიკური კავშირის გამოკვეთას. სამუზეუმო ალგორითმი, როგორც განსაზღვრულ ქმედებათა წესრიგი, საგამოფენო ექსპერიმენტის ფარგლებში მულტიმედიურ და თანამშორმლობით პროექტს – „ჩახშობა პეპლის ეფექტით“ წარმოადგენს.

დროისა და ადამიანური ყოფის ტრანსფორმაციაზე ,მუდმივ ცვალებადობაზე დაკვირვებით ალგორითმი F5 შეისწავლის განსხვავებულ მოცემულობებს: ყოველდღიურობა, სამომხმარებლო საზოგადოება, ურბანული სივრცე, ნოსტალგია – შეგრძნებების და კონტრასტული იდეების დიფუზია ვიზუალური ხელოვნებისა და სამუზეუმო ცხოვრების მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს.

აწმყოში თანამყოფობის დაკარგვა, ქრობის რეფლექსია, ალუზიური, ასოციაციური კავშირების ლაბირინთად გარდაქმნის აბრეშუმის მუზეუმის სარდაფის აუთვისებელ სივრცეს,სადაც ფოტო-ინსტალაციები კონცეპტუალური ნარატივით, ტექსტის პროეცირებით, ხმის, განათებისა და სივრცითი ობიექტების მეშვეობით თანამედროვე ადამიანის დესტრუქციულ შეგრძნებებს მიესადაგებიან. გაურკვეველი შინაგანი შეგრძნებები მატერიალიზდება რეალობასა და ფანტაზიას შორის ბალანსის დაკარგვით.

მულტიმედიური ნამუშვრები წარმოსახვით, ემოციურ მდგომარეობას ამძაფრებს – ერთგვარი ვირტუალური სიმულაცია კი ბადებს დუალურ შეკითხვებს ისეთ მარადიულ ეგზისტენციალურ პრობლემებზე როგორიცაა: სილამაზე, სურვილი, ინტუიცია, ხელოვნურობა, ილუზიის მაცდუნებელი ძალა უხეშ, პირდაპირ რეალობაში. აღნიშნული თემების მიმართ ინტერესი აერთიანებთ გამოფენის მონაწილეებს, რომლებიც განსხვავებული ვიზუალური ენით გამოხატავენ პირად პოზიციას.
სუბიექტური თვითგამოხატვის შედეგად, საჯაროდ ქცეული უთქმელი, პერსონალური და იმპერსონალური შეგრძნებები მუზეუმის უფუნქციო, „ჩახშობილ“ სივრცეში მნახველს სპირალური მოძრაობისკენ უბიძგებენ. სტრუქტურის მიღმა (სივრცესა და ადამიანის წარმოსახვაში) დაგროვებული ენერგია კი პროვოცირებულია გამოიწვიოს ორაზროვანი კითხვები:
– რა არის ჩახშობა,სულის შეხუთვის ემოციური მდგომარეობა თუ სიმულაცია?
– რას გულისხმობს ვირტუალურ აზროვნებაში „პეპლის ეფექტი“ ?
– რას წარმოადგენს ვუეარისტული ფიქციის Vice Versa?
– რა გამოწვევები ახლავს ცვლილებებს?
– და რა არის შემდეგი ნაბიჯი?-ადამიანის არჩევანი მოდელირების პროცესშია ?!

გამოფენის კურატორები, მონაწილეები და საორგანიზაციო ჯგუფის წევრები:
მარიამ შერგელაშვილი – კონცეპტუალური ნარატივის ავტორი
კონსტანტინე ბოლქვაძე – ფოტოსერიის დამოუკიდებელი ავტორი
ელისაბედ რეხვიაშვილი – პროექტის კოორდინატორი
ნინო კუბლაშვილი- დიზაინერი

პროექტის ფარგლებში მოწვეული მონაწილე არტისტები:
მერაბ გუგუნაშვილი
გვანცა ჯიშკარიანი

გამოფენა ხორციელდება პეტერ მოენიგის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნული ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2017 წელს განხორციელებული ერთობლივი კონკურსის – „მომავლის მოდელირების“ ფარგლებში.

საგამოფენო ჯგუფი მადლობას უხდის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს მხარდაჭერისა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.