Wall, Coarse calico, Parquet
Nika Qutateladze
Curated: Mariam Loria, Mariam Tsikaridze
3 July 2016
Sanapiro st 8 Tbilisi, Georgia
Wall, Coarse calico, Parquet

Iare Pekhit presents installation by Nika Qutateladze ‘Wall, Coarse calico, Parquet’. Art Project is implemented within the framework of ‘Uare Qalaqs 2016’ / Care for the City 2016

Project Curators: Mariam Loria and Mariam Tsikaridze.

Nika Qutateladze was born in 1989. In 2007-2011 he studied at Tbilisi State Academy of Art with major in Architecture. In 2012-13 years, he graduated informal master’s course at the CCA Tbilisi (Centre of Contemporary Art, Tbilisi). Artist mainly works in the field of sculptures, installations. The main topic is transformation of the articles of daily consumption, showing a different perspective of environment and its constituting elements. His recent work concerns transformation of architectural space, structures, and urban environment. The installation presented within the project Care for the City 2016 relates to the same topic as well.

‘Wall, Coarse calico, Parquet’ consists of the parts of the building located at 22 Kazbegi Ave – The Hematology and Blood Transfusion Institute, which will be presented at former bus station at 8 Sanapiro St. It has been transformed into an exhibition area for the installation. The place of the Blood Transfusion Institute old building of soviet times will be overtaken by a huge skyscraper. Nothing will be left from the clichéd architecture typical to the 20th century. Qutateladze presents parts of the building as the exhibition objects. Part of our daily lives and seemingly unimportant details become focus of the visitor, which were influencing people’s consciousness over the years and are disappearing now with the transformation of urban space.

კედელი, ბიაზი, პარკეტი

‘იარე ფეხით’ წარმოგიდგენთ ნიკა ქუთათელაძის ინსტალაციას ‘კედელი, ბიაზი, პარკეტი’. არტ პროექტი ხორციელდება ‘უარე ქალაქს 2016’-ის ფარგლებში.

პროექტის კურატორები: მარიამ ლორია, მარიამ წიქარიძე.

ნიკა ქუთათელაძე (დაბ.1989). 2007-2011 სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2012-2013 წლებში გაიარა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის არაფორმლური სამაგისტრო კურსი. არტისტი ძირითადად მუშაობს ქანდაკების, ინსტალაციის მიმართულებით. ყოველდღიური მოხმარების საგნების ტრანსფორმაცია, ადამიანის გარემოს და მისი შემადგენელი ნივთების განსხვავებული მხრიდან ჩვენება მთავარი თემაა. მისი ბოლო პერიოდის ნამუშევრები ეხება არქიტექტურული სივრცის, კონსტრუქციების, ურბანული გარემოს ტრანსფორმაციას. ‘უარე ქალაქს 2016’-ის ფარგლებში წამრმოდგენილი ინსტალაციაც ამ თემას უკავშირდება.

‘კედელი, ბიაზი, პარკეტი’ შედგება ყაზბეგის გამზირის N22-ში მდებარე ‘ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსიტუტის’ შენობის ნაწილებისაგან, რომლებიც საგამოფენო სივრცედ ტრანსფორმირებულ სანაპიროს N8 მდებარე ყოფილი ავტობუსების სადგურზე იქნება წარმოდგენილი. ნგრევის პროცესში მყოფი საბჭოთა პერიოდის შენობის – სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ადგილს ცათამბრჯენები დაიკავებს. მეოცე საუკუნეში კლიშედ ქცეული, ტიპიური არქიტექტურისგან აღარაფერი დარჩება. ქუთათელაძე შენობის ნაწილებს როგორც საგამოფენო ობიექტებს ისე წარმოგვიდგენს. მნახველის ფოკუსში ხვდება ყოველდღიურობის ნაწილი და თითქოს უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანების ცნობიერებაზე დიდ გავლენას ახდენდნენ, ახლა კი ურბანული სივრცის ტრანსფორმაციისას უბრალოდ ქრებიან.

გამოფენა გაგრძელდება 3-დან – 14 ივლისამდე.