Writing with Color II
Zura Aphkazi, Thea Gvetadze, Gigi Guledani, Galaktion Kintsurashvili, Gela Kuprashvili, Phridon Lobzhanidze, Giorgi Machaidze, Keti Nadibaidze, Sad Aris Melia, Nino Sekhniashvili, Gio Sumbadze, Maya Sumbadze, Giorgi Ugulava, Niko Tsetskhladze, Levan Tchitchinadze, Shalva Khundadze, Mamuka Japharidze, Iliko Zautashvili
Curated: Wato Tsereteli
27 May – 15 June 2016
Europe House
Freedom sq.1 Tbilisi, Georgia

The exhibition “Writing with Color II” initiated by the Center of the Contemporary Art-Tbilisi and supported by the Ministry of Culture and monument protection of Georgia will be opened on 27th of May, Friday, at 18:00 at the Europe House in Tbilisi.

Today Georgian society is still seeking for the solution how to overcome traumas left by the Soviet system. Three generations were forced to live for 70 years in an anti-human and in abnormal conditions, where individual initiatives were not welcomed or even were ended with punishment. These traumas were depicted on visual arts as a prohibition of any image, which did not respond to the soviet ideology. In art, apart from the social realism, any other content was not accepted. As a result, some courageous artists tried to practice abstract art ignoring social-realism and it finally turned into fetishism of expressiveness and transformation of art as a decorative surface. As a result, any other narrative that was not obeyed to the soviet regime was expelled from the visual art. Georgian word for “Writing with Color” primarily is connected with semantics and the existence of meaning.

“Painting with Color II” represents a continuation of the project organized by the Center of Contemporary Art-Tbilisi in 2011. Aim of the project is to present Georgian artists, who do conceptual painting focused on the ideas and by this way to approve a tendency of “Recovery” of Georgian society as a visible fact. Another goal of the “Painting with Color II” is to introduce less known artists who create interesting and viable art beside already established and well-known artists.

Participants of the “Painting with Color II”: Zura Aphkhi / Thea Gvetadze/ Gigi Guledani/ Galaktion Kintsurashvili / Gela Kuprashvili/ Phridon Lobzhanidze/ Giorgi Machaidze/ Keti Nadibaidze/ Sad Aris Melia / Nino Sekhniashvili/ Gio Sumbadze/ Maya Sumbadze/ Giorgi Ugulava/ Niko Tsetskhladze/ Levan Tchitchinadze/ Shalva Khundadze/ Mamuka Japharidze/ Iliko Zautashvili

Curator: Wato Tsereteli
The lecture and a text for the catalogue: Khatuna Khabuliani
Audio of the exhibition: Dima Dadiani

This exhibition was made possible by generous support of The Georgian Ministry of the Culture and Monument Protection.

The exhibition is realized with collaboration of the Europe House and will last till 15th of June.

პარასკევს, 27 მაისს, 18:00 საათზე, ეროპის სახლის საგამოფენო სივრცეში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, იხსნება გამოფენა “ფერ-წერა II”.

დღეს ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ცდილობს, გაუმკლავდეს და გადაამუშავოს საბჭოთა წყობის დატოვებული ტრავმები. 70 წლის განმავლობაში სამ თაობას მოუხდა ანტიჰუმანურ და არაბუნებრივ გარემოში არსებობა, რომელშიც ინდივიდუალური ინიციატივა ისჯებოდა. ვიზუალურ ხელოვნებაში ეს ტრავმა გამოვლინდა ნებისმიერი სიუჟეტის აკრძალვაში, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიას არ შეესატყვისებოდა. სოცრეალიზმის გარდა ხელოვნებაში სხვა შინაარსი მიუღებელი იყო. ამის გამო ყველა გაბედული მხატვარი სოცრეალიზმის უარყოფას აბსტრაქტული ხელოვნებით ცდილობდა, რაც საბოლოოდ იმაში გამოვლინდა, რომ ფორმალური ვიზუალური გამომსახველობა ფეტიშად იქცა და ხელოვნებამ დეკორატიულ სიბრტყეში გადაინაცვლა. ნარატივი, რომელიც საბჭოთა რეჟიმისთვის მიუღებელი იყო, ვიზუალური ხელოვნებიდან განიდევნა. ქართული სიტყვა ფერ-წერა კი სწორედ სემანტიკის, საზრისის არსებობას გულისხმობს.

‘ფერ-წერაII’ 2011 წელს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებული საგამოფენო პროექტის გაგრძელებაა. პროექტის მიზანი იმ ქართველი მხატვრების წარდგენაა, რომლებიც იდეებზე ორიეტირებულ კონცეპტუალურ ფერწერაში მუშაობენ და ამით ქართული საზოგადოების ‘გამოჯანმრთელების’ ტენდენციას ააშკარავებენ. ‘ფერწერაII’-ის ამოცანა ისიცაა, აღიარებულ არტისტებთან ერთად, საზოგადოებას ნაკლებად ცნობილი მხატვრები გააცნოს, რომლებიც საინტერესო და სიცოცხლისუნარიან ხელოვნებას ქმნიან.

‘ფერ-წერაII’-ის მონაწილე მხატვრებიარიან: ზურა აფხაზი /თეა გვეტაძე/ გიგი გულედანი /ილიკო ზაუტაშვილი / გელა კუპრაშვილი / ფრიდონ ლობჟანიძე / გალაკტიონ კინწურაშვილი /გიორგი მაჩაიძე / ქეთი ნადიბაიძე / სად არის მელია / ნინო სეხნიაშვილი / გიო სუმბაძე / მაია სუმბაძე / გიორგი უგულავა / ნიკო ცეცხლაძე / ზაზა ციცქიშვილი / ლევან ჭიჭინაძე / შალვა ხუნდაძე / მამუკა ჯაფარიძე/

კურატორი: ვატო წერეთელი
თეორიული ლექცია და კატალოგის ტექსტი: ხათუნა ხაბულიანი
გამოფენის აუდიო: დიმა დადიანი

გამოფენა ტარდება თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ინიციატივით.

გამოფენის ჩატარება შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ევროპის სახლთან თანამშრომლობით

‘ფერ-წერა II’ დასრულდება 15 ივნისს და ფინისაჟზე რადმოგენილი იქნება კატლოგი

მისამართი: თავისუფლების მოედანი 1, 0105 თბილისი